logo
ENG



27 წლის კაცი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს

22 ივნ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 

27 წლის თორნიკე კაკაურიძე ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებს. 

შემთხვევა ხონში 21 ივნისის ღამით მოხდა. 

ადამიანები, რომლებიც კაკაურიძესთან ერთად იყვნენ, ყვებიან, რომ პოლიციელები ნასვამები იყვნენ. 

ინციდენტი კომენდანტის საათის დარღვევას მოჰყვა. 

თორნიკე კაკაურიძე დაკავებულია, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

შსს-ის ცნობით, დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

დანაშაული ოთხიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავის მხრივ, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების საქმე შესაძლოა სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს. 


close დახურვა